Evectus – დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy) ბოლო განახლება: 2025 წლის ნოემბერი
1. მომსახურების აღწერა: Evectus-ზე თითოეული მომხმარებელი ყიდულობს მხოლოდ ერთ გაკვეთილს კონკრეტული მასწავლებლისგან, მასწავლებლის ინდივიდუალური ღირებულებით. Evectus არ ყიდის პაკეტებს, არ არის აბონიმენტები, და თითოეული გაკვეთილი წარმოადგენს ცალკეულ შესყიდვას.
2. თანხის დაბრუნების შემთხვევები (Refund Eligibility):მომხმარებელს შეუძლია მიიღოს თანხის დაბრუნება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
2.1 მასწავლებლის პასუხისმგებლობით:
მასწავლებელმა გააუქმა გაკვეთილი და წინასწარ არ გააფრთხილა მომხმარებელი ან ადმინისტრაცია 24 საათით ადრე.
მასწავლებელი არ გამოცხადდა დანიშნულ გაკვეთილზე.
გაკვეთილი ჩაიშალა მასწავლებლის მხრიდან არასაკმარისი მომზადების, უხეში ქცევის ან სხვა წესის დარღვევის გამო.
2.2 პლატფორმის/ტექნიკური პრობლემით:
Evectus-ის ტექნიკური ხარვეზის გამო გაკვეთილი ვერ ჩატარდა (სერვერი, ვიდეო პლატფორმა და ა.შ.).
ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა ნამდვილად Evectus-ის ინფრასტრუქტურას ეხება.
3. თანხის დაბრუნება არ ხდება (Non-Refundable): 3.1 მომხმარებლის პასუხისმგებლობით:
თუ მომხმარებელმა გააუქმა გაკვეთილი დანიშვნამდე 24 საათზე ნაკლებ დროში.
თუ მომხმარებელი არ გამოცხადდა გაკვეთილზე.
თუ გაკვეთილი უკვე ჩატარდა სრულად.
3.2 სხვა სიტუაციები:
თანხის დაბრუნება არ ხდება სუბიექტური მიზეზით, თუ გაკვეთილი წესების დაცვით ჩატარდა.
თანხა არ ბრუნდება სხვა ანგარიშზე, გარდა იმ ბარათისა, საიდანაც მოხდა გადახდა.
4. თანხის დაბრუნების პროცესი: მომხმარებელმა უნდა გააკეთოს თანხის დაბრუნების მოთხოვნა შემდეგ არხებზე: